მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა
მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა
18:28 06.03.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანელ კოლეგას ილჰამ ალიევს შეხვდა.

"რეგიონის ქვეყნები ერთმანეთს ყოველთვის პრობლემებს უქმნიდნენ. ილჰამ ალიევის წყალობით, ჩვენი ქვეყნები პრობლემებს აგვარებენ და სხვა ქვეყნებს ორმხრივი ურთიერთობის მაგალითს აძლევენ.ყველა ასე რომ იქცეოდეს, კავკასია ყველაზე სწრაფად განვითარებადი რეგიონი იქნებოდა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრაზე.

მიხეილ სააკაშვილი ორდღიანი ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება. საქართველოს დელეგაცია ხვალ შეხვედრებს საკანონმდებლო ორგანოში გამართავს.

ბეჭდვა