რომნი პირობას დებს, რომ რუსეთთან მიმართებაში მკაცრ პოზიციას დაიკავებს
რომნი პირობას დებს, რომ რუსეთთან მიმართებაში მკაცრ პოზიციას დაიკავებს
11:44 23.10.2012
აშშ-ს „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა მით რომნიმ რუსეთს, ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის პერიოდში „გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგე“ უწოდა, თუმცა, არა ნომერ პირველი მტერი.

„ბი-ბი-სის“ ცნობით, პოლიტიკური ოპონენტის ბარაკ ობამას კრიტიკის საპასუხოდ, რომნიმ აღნიშნა, რომ მოსკოვს „ვარდისფერი სათვალით“ არ უყურებს.

რესპუბლიკელების კანდიდატმა ადრე რუსეთს „ნომერი პირველი მტერი“ უწოდა, რამაც მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ობამას მკვეთრი კრიტიკა დაიმსახურა.

„საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში თქვენი შეხედულება 80-იანი წლებიდან არის აღებული“ - უპასუხა ობამამ მოწინააღმდეგეს.

ფლორიდას უნივერსიტეტში ბოლო წინასაარჩევნო ტელედებატები, სადაც ამერიკის საგარეო პოლიტიკური კურსი განიხილება, სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად, კანდიდატების თანაბარი რეიტინგების პირობებში მიმდინარეობს.

ბეჭდვა