ღარიბაშვილი - პოლიცია გამჭვირვალე არა შენობებით, არამედ თავისი საქმიანობით უნდა იყოს
ღარიბაშვილი - პოლიცია გამჭვირვალე არა შენობებით, არამედ თავისი საქმიანობით უნდა იყოს
11:40 23.10.2012
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პოლიცია გამჭვირვალე არამხოლოდ შენობებით, არამედ საქმიანობით უნდა იყოს.

ღარიბაშვილი საპარლამენტო კომიტეტებში დეპუტატებს იმ პრიორიტეტებზე მიაწვდის ინფორმაციას, რომლის განხორციელებასაც შინაგან საქმეთა მინისტრის რანგში გეგმავს.

„მზად ვარ დეპუტატების ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო. მთავარი ამოცანა პოლიციის მაქსიმალური დეპოლიტიზება იქნება. ხალხს უნდა ვემსახუროთ და არა რომელიმე პარტიას“ - აცხადებს ღარიბაშვილი.

დეპუტატები დღეს ახალი მთავრობის წევრებს საპარლამენტო კომიტეტებში მოუსმენენ.

ბეჭდვა