ახლადარჩეული პარლამენტის ბიუროს პირველი სხდომა ამ წუთებში სამთავრობო პროგრამის განხილვის დეტალებზე მსჯელობს.
პრეზიდენტის მიერ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი მინისტრობის კანდიდატებისა და ახალი სამთავრობო პროგრამის კომიტეტებში განხილვა ხვალიდან დაიწყება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით, ახალ პროგრამას მოსახლეობამ მხარი უკვე დაუჭირა, რაც არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში გამოიხატა და საზოგადეობა ამ პროგრამის შესრულებას დაწყებას ელის.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს პარლამენტი 25 ოქტომბრის სხდომაზე განიხილავს.
