რამაზ საყვარელიძე -„ნაციონალურმა მოძრაობამ“ განვლილი პერიოდიდან ვერანაირი დასკვნები ვერ გამოიტანა
რამაზ საყვარელიძე -„ნაციონალურმა მოძრაობამ“ განვლილი პერიოდიდან ვერანაირი დასკვნები ვერ გამოიტანა
13:06 22.10.2012
ექსპერტ რამაზ საყვარლეძის შეფასებით, საქართველოს პარლამენტის პირველმა სხდომამ ცხდაყო, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განვლილი პერიოდიდან ვერანაირი დასკვნა ვერ გამოიტანა.

ამის შესახებ ექსპერტმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

საყვარელიძის თქმით, აღნიშნულის დასტური პარლამენტში პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლა იყო.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის სიტყვა მსმენელისთვის საკმაოდ გამაღიზიანებელი იყო. მისივე თქმით, პრეზიდენტი ტრიბუნიდან აცხადებდა, რომ გადასახედია პრინციპი, რომ - არჩევნებში გამარჯვებულ უმრავლესობას მიაქვს ყველაფერი.

ექსპერტის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მთელი თავისი მმართველობის პერიოდში სწორედ ამ პრინციპით ხელმძღვანელობდა.

„ეს იყო სრულიად უადგილო ცინიზმი პრეზიდენტის მხრიდან მე ვისურვებდი, რომ სააკაშვილს ესაუბრა ამ პრინციპზე როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მარხცის მიზეზებზე“ - აღნიშნა საყვარელიძემ.

„შესაძლებელი იყო სხდომა სხვადასხვა სცენარით განვითარებულიყო. იყო შანსი გამარჯვებულს ჰქონოდა ეიფორია, ხოლო უმცირესობას რევანშისა და საპარლამენტო ბრძოლის განზრახვა“ - აღნიშნა საყვარელიძემ და დასძინა, რომ პირველ სხდომაზე უმრავლესობა საკმაოდ საქმიანად გამოიყურებოდა და იგრძნობოდა, რომ ის სამართლებრივ ბრძოლას იწყებს.

საყვარელიძის შეფასებით, უმრაველსობამ ტაში არ დაუკრა და ფეხზე არ წამოუდგა პრეზიდენტს, რითიც მის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება გამოხატა.


ბეჭდვა