გიორგი ტუღუში ჯერჯერობით სახალხო დამცველის პოსტს ინარჩუნებს
გიორგი ტუღუში ჯერჯერობით სახალხო დამცველის პოსტს ინარჩუნებს
18:34 21.10.2012
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს გიორგი ტუღუშს უწყების ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ სახალხო დამცველის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება არ დაუწერია.

ამის შესახებ დღეს პარლამნეტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ტუღუშმა ეს მასთან საუბრისას დღეს დაადასტურა.

„ჩვენ საქმე გვაქვს ისეთ მდგომარეობასთან, როდესაც სახალხო დამცველს დაკავებული აქვს თანამდებობასთან შეუთავსებელი სხვა თანამდებობა“ - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, ამ სკითხზე ხვალ პარლამენტის ბიურო იმსჯელებს და შესაძლოა, გადაწყვეტილება 25 ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე იქნეს მიღებული.

„თუ სახალხო დამცველის თანამდებობა დარჩება ვაკანტური, ასარჩევი გვყავს ახალი ომბუდსმენი“ - აღნიშნა უსუფაშვილმა.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, გიორგი ტუღუში სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის პოსტზე ხათუნა კალმახელიძე მას შემდეგ შეცვალა, რაც ციხეში პატიმართა წამებისა და სექსუალური ძალადობის ფაქტების ამსახველი სკანდალური ვიდეოჩანაწერი გავრცელდა.


ბეჭდვა