პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს უახლოესი დღეების სამუშაო გეგმა გააცნო
პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს უახლოესი დღეების სამუშაო გეგმა გააცნო
18:31 21.10.2012
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პარლამენტის წევრებს უახლოესი დღეების სამუშაო გეგმა გააცნო.

მისი თქმით, ვინაიდან პარლამენტის შენობაში საორგანიზაციო-ტექნიკური საკითხებია მოსაგვარებელი, ხვალ 11:00 საათზე დეპუტატები საორგანიზაციო საკითხების გადასაწყვეტად შეიკრიბებიან.

რაც შეეხება კომიტეტის სხდომებს, იგი 12:00 და 13:00 საათებზე კომიტეტებში ჩატარდება.

უსუფაშვილის განცხადებით, ხვალ 15:00 სააათზე პარლამეტის ბიუროს სხდომა გაიმართება, სადაც მიმდინარე საკითხები განიხილება, მათ შორის შედგება მთავრობის პროგრამის განხილვის გრაფიკი, ხოლო 23 და 24 ოქტომბერს საკომიტეტო მოსმენები გაიმართება.

ამასთან, 24 ოქტომბერს ჩატარდება პარლამენტის ბიუროს სხდომა, რომელზეც განხილვების შედეგებს შეაჯამებენ, 25 ოქტომბერს 12:00 საათზე კი - პლენარული სხდომა გაიმართება.

ბეჭდვა