პარლამენტის ვიცე-სპიკერობაზე ზურაბ ტყემალაძემ უარი განაცხადა
პარლამენტის ვიცე-სპიკერობაზე ზურაბ ტყემალაძემ უარი განაცხადა
16:58 21.10.2012
პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ უმრავლესობის კვოტიდან პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მანანა კობახიძე დაინიშნა.

იგი დეპუტატებმა 92 ხმით არცერთის წინააღმედეგ აირჩიეს. ასევე 92 ხმით იქნა ვიცე-სპიკერად არჩეული ზვიად ძიძიგური, 90 ხმით კი - ზურაბ აბაშაძე.

უმრავლესობის კვოტიდან მეოთხე ვიცე-სპიკერობის კანდიდატმა ზურაბ ტყემალაძემ უარი თქვა თანამდებობის დაკავებაზე და აღნიშნა, რომ 150 დეპუტატიან პარლამენტში მეტი ვიცე-სპიკერის საჭიროების ვერ ხედავს. მისი თქმით, ამით ბიუჯეტში მნიშვნელოვნი თანხა დაიზოგება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან მურმან დუმბაძე 81 ხმით აირჩიეს.

უმცირესობიდან ვიცე-სპიკერად კი - გიორგი ბარამიძე 92 ხმით დამტკიცდა.

ბეჭდვა