საპარლამენტო უმცირესობა კენჭისყრებში არ მონაწილეობს
საპარლამენტო უმცირესობა კენჭისყრებში არ მონაწილეობს
16:35 21.10.2012
საპარლამენტო უმცირესობა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თანამდებობის პირების არჩევის კენჭისყრის პროცედურაში მონაწილეობას არ მიიღებს.

ამის შესახებ უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, უმცირესობა არ აპირებს ალტერნატიული კანდიდატურების დაყენებას და ხელოვნურად პროცედურის გაჭიანურებას.

„არ ვაპირებთ არც ერთი პროცედურული იარაღის გამოყენებას და ალტერნატიული კანდიდატურების დასახელებას, მათ შორის იმ თანამდებობეზე, რომელზეც გადაწყვეტილება უმცირესობასთან შეთანხმებით უნდა იყოს მიღებული“ - განაცხადა ბაქრაძემ და დასძინა, რომ მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ უმცირესობის სახელით წრადგენილი ვიცე-სპიკერის არჩევის პროცედურაში.

მისი თქმით, როგორც საპარლამენტო თანამდებობი, ისე მთავრობა, გამარჯვებულმა პოლიტიკურმა ძალამ უნდა დააკომპლექტოს.



ბეჭდვა