საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პრეზიდენტის სხდომათა დარბაზში შესვლის დროს ფეხზე არ ადგომა დაპირისპირების ნიშანი არ არის. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის 
კანდიდატმა ბიძინა ივანშვილმა განაცხადა, რომელიც დღევანდელ სხდომას მიწვეული სტუმრის სტატუსით ესწრებოდა. 
„ქართული ოცნებიდან“ პარლამენტში შესული დეპუტატები, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისგან განსხვავებით, დარბაზში შესულ პრეზიდენტს, რომელმაც სხდომა გახსნა, ფეხზე ადგომით არ შეხვდნენ. 
„როგორც ვიცი, მსგავსი რამ ევროპაშიც ხდება. პრინციპში ნორმალურია პოზიცია-ოპოზიციის დამოკიდებულება. ჩვენ ჯერ კიდევ მოუშუშებელი გვაქვს ის ძალადობა, რაც მათ განახორციელეს. ძალიან გვიჭირს იმის დაჯერება უეცრად რომ დემოკრატიულები ხდებიან. ეს არ არის დაპირისპირების ნიშანი და ჩვენ ამის წინააღმდეგი ვართ, უნდა ვითანამშრიმლოთ და ქვეყანას ვემსახუროთ“ - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. 
ახალი უმრავლესობის წარმომადგენლმა კობა დავითაშვილმა განმარტა, რომ პრეზიდენტის შესვლისას ფეხზე არ ადგომა პოლიტიკური პროტესტის გამოხატულება იყო. 
ამ წუთებში პარლამნტში შესვენებაა გამოცხადებული, სხდომა რამდენიმე წუთში განახლდება. მასზე ფრაქციებს ჩამოაყლიბებენ და კომიტეტების თავმჯდომარეებს აირჩევენ. უკვე ცნობილი გახდა, რომ უმცირესობის ფრაქციაში არ გაერთიანდება „ნაციონალური მოძრაობიდან“ პარლამენტში შესული ხუთი დეპუტატი - კახა ოქრიაშვილი, გოდერძი ბუკია, გოგი ლიპარტელიანი, სერგო ხაბულიანი და ენზელ მკოიანი. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
	
                       