„ნაცინალური მოძრაობიდან“ დეპუტატის პეტრე ცისკარიშვილის თქმით, პარტიის ამოცანაა, შეინარჩუნოს სახელმწიფოს მიღწევები და აკონტროლოს მთავრობა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მზადაა ითანამშრომლოს მთავობასთან ყველა იმ საკითხზე, რომელიც ქვეყნის არსებული მიღწევების შენარჩუნებას შეეხება.
მისივე თქმით, მიუხედავად მიღწვებისა, გასაკეთებლი ჯერ კიდევ ბევრია და „ნაციონალური მოძრაობა“ გააკონტროლებს „ქართული ოცნების“ დაპირებების შესრულებასაც.
„ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი როგორც ეკონომიკაში, ასევე ინფრასტრუქტურაში, სიღარიბისს დაძლევის თვალსაზრისით, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. როდესაც გავეცანით „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამას, იქ ძალიან ბევრი ისეთი დაპირებაა, რომელიც ზუსტად ამ საკითხებს შეეხება. თუკი ისინი მზად არიან ეს ვალდებულებები გაითავისონ, ჩვენ მათ მხარს დავუჭერთ“ - განაცხადა ცისკარიშვილმა და დასძინა, რომ თუ „ქართული ოცნების“ მხრიდან იქნება მცდელობა, რომ დაპირებები, რომლებიც მან წინასაარჩევნოდ უხვად გასცა, არ შეასრულოს, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ამას შეურიგებელი ოპონირება მოჰყვება.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
	
                       