მიხეილ სააკაშვილი ახალ პარლამენტში მკაცრი, რთული და ცოცხალი დებატების მოლოდინშია
მიხეილ სააკაშვილი ახალ პარლამენტში მკაცრი, რთული და ცოცხალი დებატების მოლოდინშია
14:17 21.10.2012
საქართველოს პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ახალი მოწვევის საკანონმდებლო ორგანო უფრო დაბალანსებული და მკაფიო იქნება ვიდრე წინა მოწვევის პარლამენტი იყო.

როგორც მიხიელ სააკაშვილმა დღეს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, ახალ პარალმენტში მკაცრი და რთული დებატები გაიმართება, რომელიც ვნებათა ღელვით მოცულ არგუმენტებს დაემყარება.

„პარლამენტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ცენტრში მდებარეობს, ჩვენი დემოკრატიული ცხოვრების გულია, რომელიც დღეს იწყებს ფეთქვას“ - აღნიშნა სააკაშვილმა და დასძინა, რომ სხდომათა დარბაზი ძალიან ცოცხალი ადგილი იქნება.

ამასთანავე, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზრთა სხვადასხვაობა კონსტიტუციისა და კანონის ჩრაჩოებში უნდა მოექცეს.

სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ცვლილება საქართვლოში ჩვეულებრივ ამბად უნდა იქცეს.

„ახლა თავად ხალხი, მთავრობის თქმის გარეშე დაინახავს განსხვავებას კარგსა და ცუდს შორის, ეს არის დემოკრატია“ - განაცხადა სააკაშვილმა.

ის დარწმუნებულია, რომ საქართვლოში ნელნელა, მაგრამ აუცილებლად შეიცვლება ახალგაზრდა დემოკრატიისა და გარდამავალი ქვეყნებისთვის დამახასიათებელი მენტალიტეტი და „დამძაბველი, სამოქალაქო ომისეული რიტორიკა“ გაქრება .

ბეჭდვა