სააკაშვილი - ახალი პარლამენტის შენობა, მკვეთრად განსხვავდება ლავრენტი ბერიას მიერ აშენებული პარლამენტის ძველი შენობისგან
სააკაშვილი - ახალი პარლამენტის შენობა, მკვეთრად განსხვავდება ლავრენტი ბერიას მიერ აშენებული პარლამენტის ძველი შენობისგან
13:45 21.10.2012
პრეზიდენტმა მერვე მოწვევის პარლამენტის პირველის სხდომის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში გადატანის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს დიდი გეგმის ნაწილია, რომელიც სახელისუფლებო ინსტიტუტების დეცენტრალიზაციას ისახავს მიზნად.

მისი თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველას მიეცეს შესაძლებლობა ამ ინსტიტუტების გაძლიერებაში ჩაერთოს.

„მინდა ვთქვა ახალი უმრავლესობის გასაგონად, პარლამენტის ქუთაისში გადმოტანა არც მარტივი გადაწყვეტილება იყო და არც დედაქალაქის წინააღმდეგ მიმართული სადამსჯელო ღონისძიება. ეს პარლამენტი არის სიმბოლო განახლებული საქართველოსი, რომელიც მკვეთრად განსხვავდება ლავრენტი ბერიას მიერ აშენებული ძველი პარლამენტის შენობისგან, რომელიც, ათასგვარ უბედურებასთანაა დაკავშირებული საქართველოს ისტორიაში“ - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ეს არის ქვეყნის „ერთ დროს მეორეხარსიხოვანი“ ქალაქების განვითარების გეგმის სიმბოლო და ინტრუმენტი, რათა დაჩქარებული ტემპით განვითარდეს ადგილობრივი პოლიტიკური ცხოვრება.


ბეჭდვა