საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახალი ინიციატივით გამოდის. როგორც მან ქუთაისში მერვე მოწვევის პარლამენტის პირველის სხომის გახსნისას 
განაცხადა, პირდაპირი არჩევის წესი გამგებლებსა და გუბერნატორებზეც  უნდა გავრცელდეს.
მისი თქმით, ეს გადამწყვეტი იქნება დემოკრატიული ინსტიტუტების კიდევ უფრო გაღრმავების პროცესში. 
„როდესაც ხელისუფლებაში მოვედი გამგებლებს და მერებს ხელისუფლება პრეზიდენტი ნიშნავდა. მათ ახლა საკრებულოები ირჩევენ, ხოლო თბილისის მერს - მოსახლეობა. პირდაპირი არჩევის წესი სხვა მერებზე და გამგებლებზეც უნდა გავრცელდეს. ასევე გთავაზობთ, რომ პირდაპირი არჩევის წესით ავირჩიოთ ყველა გუბერნატორი საქართველოში“ - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ დეცენტრალიზაცია არის არა მარტო სასიცოცხლო დემოკრატიული პრინციპი, არამედ, ინსტიტუტების გაძლიერიების საუკეთესო ინსტრუმენტი.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
	
                       