პრეზიდენტი პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ბიძინა ივანიშვილს მიესალმა
პრეზიდენტი პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ბიძინა ივანიშვილს მიესალმა
13:29 21.10.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ბიძინა ივანიშვილს, ასევე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორესა და სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს მიესალმა, რომლებიც პარლამენტის პირველ სხდომას ესწრებიან.

მან სიტყვა პარლამენტის ერთ-ერთ უხუცესს წევრს ივანე კიღურაძეს გადასცა, რომელიც თავმჯდომარის არჩევამდე სხდომას გაუძღვება.

პრეზიდენტმა დავით უსუფაშვილს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე წარმატებები უსურვა და მას აღნიშნული თანამდებობა მიულოცა.

ამ წუთებში სხდომას კიღურძე უძრვება, პირველ რიგში სხდომაზე დროებით ხმის დამთვლელ და სამანდატო კომისიებს აირჩევენ.


ბეჭდვა