საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქუთაისის პარლამენტში უკვე მივიდა. სხდომა რამდენიმე წუთში დაიწყება.
სწორედ მიხეილ სააკაშვილი გახსნის მერვე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, რის შემდეგაც სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე ერთ-ერთი უხუცესი წევრი ივანე კიღუირაძე გაუძღვება.
რამდენიმე წუთის წინ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების სრული შემადგენლობაც მივიდა.
პარლამენტში ასევე იმყოფება საქართვლოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე.
