საპარლამენტო ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში მწვავე დებატებს აუცილებელს უწოდებს
საპარლამენტო ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში მწვავე დებატებს აუცილებელს უწოდებს
13:05 21.10.2012
რამდენიმე წუთის წინ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების სრული შემადგენლობა მივიდა.

პარლამენტში ასევე იმყოფება საქართვლოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე.

როგორც პარლამენტის უმცირესობის მომავალმა ლიდერმა დავით ბარქაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტის მუშაობისას მწვავე დებატები და პოლიტიკური დაპირისპირება აუცილებლად იქნება, რადგან ეს დემოკრატიული პროცესის შემადგენელი ნაწილია.

„ჩვენ არ ვყოფილვართ არასდროს ქვეყნის ოპოზიციაში და არც ვიქნებით, რადგან ყოველთვის ვატარებდით და გავატარებთ ხალხის ინტერესებს. რაც ხალხის სასიკეთოდ გადაწყდება, ჩვენს მხარს დავუჭერთ“ - განაცხადა ბაქრაძემ.

პარლამენტში ამ წუთებში მივიდა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.


ბეჭდვა