ბიძინა ივანიშვილის თქმით, ახალმა პარლამენტმა ხალხის ინტერესების დაცვაზე უნდა იმუშაოს
ბიძინა ივანიშვილის თქმით, ახალმა პარლამენტმა ხალხის ინტერესების დაცვაზე უნდა იმუშაოს
12:27 21.10.2012
რამდენიმე წუთის წინ ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი მივიდა, რომელიც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს პირველს სხდომას სტუმრის სტატუსით დაესწრება.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ის დადებითი განწყობით ხვდება პირველ სხდომას. მისი თქმით, ახალმა პარლამენტმა ხალხის ინტერესების დაცვაზე უნდა იმუშაოს.

„იმედია, სხდომაზე პროცესები ნორმალურად წარიმართება“ - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ საბოლოოდ პარლამენტი თბილისში უნდა დაბრუნდეს.

ივანიშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტის ქუთაისში ყოფნა რეგიონის ეკონომიკურ წინსვალს ვერ შეუწყობს ხელს, ხოლო ქუთაისს სხვა ისტორიული სამართლიანობა უნდა დაუბრუნდეს.




ბეჭდვა