ქუთაისის პარლამენტში პირველი სხდომისთვის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უკვე იკრიბებიან
ქუთაისის პარლამენტში პირველი სხდომისთვის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უკვე იკრიბებიან
12:15 21.10.2012
საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომისთვის დეპუტატობის კანდიდატებმა და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებმა ქუთაისის პარლამენტში შეკრება უკვე დაიწყეს.

რამდენიმე წუთის წინ პარლამეტის შენობაში გამოჩნდნენ „ქართული ოცნების“ წევრები ირაკლი ალასანია, ეკა ბესელია, გია ცაგარეიშვილი და მანანა კობახიძე. ამასთან, პარლამენტში უკვე მივიდა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი.

პარლამენტში ამ დრომდე არ მისულან უმცირესობის, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები.

საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტებითვის მედიაცენტრიც მუშაობს.

პარლამენტის პირველი სხდომა ქუთაისში დღეს 13:00 დაიწყება.

ბეჭდვა