მამუკა კაციტაძემ გასვლითი შეხვედრა გორში გამართა
მამუკა კაციტაძემ გასვლითი შეხვედრა გორში გამართა
17:20 06.03.2012
ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარემ მამუკა კაციტაძემ დღეს შიდა ქართლში გასვლითი შეხვედრა გამართა.

როგორც "ნიუსპრესს" კაციტაძემ განუცხადა, ის ამომრჩევლების რეგისტრატორთა რეგისტრაციის პროცესს ადგილზე გაეცნო.

მისი თქმით, შიდა ქართლის რეგიონს 720 რეგისტრატორი სჭირდება. ამ დროისთვის რეგიონში მოქალაქეთა 80%-ია რეგისტრირებული.

რეგისტრატორთა რეგისტრაცია 25 თებერვლიდან "კარდაკარის" პროექტის ფარგლებში ხორციელდება და ის 7 მარტამდე გაგრძელდება.

ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის წევრები გასვლით შეხვედრას ხვალ კახეთში გამართავენ.

ბეჭდვა