პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პრეზიდენტს  მინისტრთა ახალი კაბინეტი და მთავრობის სამოქმედო გეგმა ოფიციალურად უკვე წარუდგინა. 
ქვეყნის პირველი პირი მთავრობის ახალ შემადგენლობას დასამტკიცებლად საკანონმდებლო ორგანოს უახლოეს დღეებში წარუდგენს. 
 
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა შს მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა, თავდაცვის მინისტრად - ირაკლი ალასანია, ამავე დროს, ის იქნება ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრად - თეა წულუკიანი, სასჯელაღსრულების მინისტრად - სოზარ სუბარი, საგარეო საქმეთა მინისტრად - მაია ფანჯიკიძე, ენერგეტიკის მინისტრად - კახა კალაძე, რომელიც მეორე ვიცე-პრემიერი იქნება, სოფლის მეურნეობის მინისტრად - დავით კირვალიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრად - ლევან ყიფიანი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრად - გურამ ოდიშარია, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად - დავით სერგიენკო, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად კოტე სურგულაძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე - ალექსი პეტრიაშვილი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე - პაატა ზაქარეიშვილი.
ფინანასთა მინისტრად წარდგენილია ნოდარ ხადური, ოკუპირებული ტერიტირიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრად - დავით დარახველიძე, ეკონომიკის მინისტრად - გიორგი კვირიკაშვილი. გარემოს დაცვის სამინისტროს უხელმძღვანელებს ხათუნა გოგოლაძე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს - გიორგი მარგველაშვილი, ხოლო რეგიონალური განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად - დავით ნარმანია.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
	
                       