ინგა გრიგოლიას განცხადებით, რომ სხვადასხვა ტელეკომპანიებიდან რამდენიმე შეთავაზება აქვს
ინგა გრიგოლიას განცხადებით, რომ სხვადასხვა ტელეკომპანიებიდან რამდენიმე შეთავაზება აქვს
19:00 20.10.2012
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ გლდანის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ინგა გრიგოლია აცხადებს, რომ სხვადასხვა ტელეკომპანიებიდან რამდენიმე შეთავაზება უკვე მიიღო.

როგორც მან „ნიუსპრესს“ განუცხადა, მედია მიმართულებით სამომავლო გეგმები აქვს. ერთ-ერთი შეთავაზება გრიგოლიამ ტელეკომპანია „მზისგან“ მიიღო, რომელზეც სერიოზულად ფიქრობს.

„ჯერ არ ვიცი რა სახის შემოთავაზებაზეა საუბარი, მაგრამ მასზე სერიოზულად ვფიქრობ. გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მივიღებ“ - განაცხადა გრიგოლიამ.

ამასთან, მისივე განცხადებით, ის თბილისის საკრებულოსა და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წევრად პარტიის დატოვების შესახებ განცხადების გაკეთების შემდეგ აღარ ირიცხება.

ინგა გრიგოლიამ საკრებულოს დატოვების შესახებ ოფიციალური განცხადებით საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილს 8 ოქტომბერს მიმართა.


ბეჭდვა