პარლამენტის საგამოძიებო კომისია სავარაუდოდ ერთ კვირაში შეიქმნება
პარლამენტის საგამოძიებო კომისია სავარაუდოდ ერთ კვირაში შეიქმნება
15:47 20.10.2012
პარლამენტის საგამოძიებო კომისია, დაახლოებით ერთ კვირაში ჩამოყალიბდება. როგორც „ნიუსპრესს“ კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა თინა ხიდაშელმა განუცხადა, კომისიის ფორმირების წესი კანონშია გაწერილი.

„ვინ შევა კომისიის შემადგენლობაში, ამაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. ეს კანონითაა დარეგულირებული. მისი წევრები უმცირესობის წარმომადგენლებიც უნდა იყვნენ, ამიტომ როდესაც შეიკრიბება პარლამენტი, კონსულტაციების შემდეგ ჩამოვყალიბდებით“-აღნიშნა ხიდაშელმა.

რაც შეეხება გამოსაძიებელ საქმეებს, კომისიის მომავალი თავმჯდომარე აცხადებს, რომ კომისია საქმეებს თავად შეარჩევს, თუმცა მისთვის მიმართვა რიგით მოქალაქეებსაც შეეძლებათ.

ხიდაშელის განმარტებით, პარლამენტის საგამოძიებო კომისია პროკურატურასთან 24-საათიან რეჟიმში ითანამშრომლებს.




ბეჭდვა