საპარლამენტო ოპოზიცია ახალი მოწვევის პარლამენტში სამ ფრაქციას ჩამოაყალიბებს. 
როგორც დღეს პარლამენტის თავმჯდომარე დავით
მისი თქმით, მეორე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -რეგიონებია.“ მას წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აკაკი ბობოხიძე უხელმძღვანელებს.
ფრაქციის სახით ჩამოყალიბდება ასევე, „ნაციონალური მოძრაობა -მაჟორიტარები“, რომლის თავმჯდომარე ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ტარიელ ლონდარიძე იქნება.
ბაქრაძის განცხადებითვე, უმცირესობა პარლამენტის ვიცე-სპიკერად გიორგი ბარამიძეს ასახელებს.
„ნაციონალური მოძრაობა“ ერთიანი საპარლამენტო ოპოზიცია იქნება. ერთიანი საპარლამენტო უმცირესობის ფარგლებში რამდენიმე ფრაქცია შედგება. ეს საპარლამენტო ცხოვრებიდან გამომდინარე კეთდება, გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტში ოპოზიციას გამოსასვლელად მეტი დრო სჭირდება“ - განაცხადა ბაქრაძემ.
მისი თქმით, უახლოეს დღეებში „ნაციონალური მოძრაობა“ კომიტეტების თავმჯდომარეობის კანდიდატებს დაასახელებს.
„ერთიან საპარლამენტო უმცირესობას პარლამენტში სამი ფრაქცია ეყოლება, ხოლო ვიცე-სპიკერობის კანდიდატი ჩვენგან გიორგი ბარამიძე იქნება“ - აღნიშნა ბაქრაძემ.
საპარლამენტო უმცირესობას კი თავად ბაქრაძე უხელმძღვანელებს.
	
                       