ევროკავშირის საგარეო სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე და პოლიტიკური დირექტორი ჰელგა შმიდთი ევროკავშირის 
სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, ჰელგა შმიდთი მისიის მცხეთის ოფისს ეწვია, სადაც მისიის ხელმძღვანელ, ელჩ ანჟეი ტიშკევიჩს და სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.
მათივე ინფორმაციით, გენერალური მდივნის მოადგილემ საერთო უსაფრთხოების მდგომარეობის, ოპერატიული გარემოს ბოლო მიღწევებისა და მიმდინარე გამოწვევებზე  გაამახვილა ყურადღება.
თავის მხრივ, შმიდთმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პერსონალს ადგილზე მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
ჰელგა შმიდთმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის კონფლიქტის ზონაში ყოფნის მნიშვნელობა როგორც საქართველომ, ისე რუსეთმა აღიარა. 
შმიდთი საქართველოში ორი დღე იმყოფებოდა. ის თბილისში ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულესთან ერთად ჩამოვიდა.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
	
                       