თბილისში, თემქაზე მდებარე მე-7 პოლიკლინიკაში მცხოვრები დევნილები ფართების დაკანონებას ითხოვენ.
აღნიშნული მოთხოვნით მათ პოლიკლინიკის წინ
ბრიფინგი გამართეს და მთავრობას პრობლემის მოგვარება სთხოვეს.
როგორც „ნიუსპრესს“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მერი მალანიამ განუცხადა, ამჟამად, კლინიკის შენობაში აფხაზეთიდან დევნილი 56 ოჯახი ცხოვრობს. მათ ფართი 5 დღის წინ დაიკავეს.
„უკვე მე-5 დღეა აფხაზეთიდან დევნილი 182 ადამიანი მე-7 პოლიკლინიკის შენობაში ვცხოვრობთ. ამ დრომდე ზოგიერთი ჩვენგანი ნათესავთან, ზოგი კი, ნაქირავებ ფართში ვიყავით. თუმცა, ქირის გადახდას ვეღარ ვახერხებთ. ამიტომ, იძულებული გავხდით კლინიკის ტერიტორია დაგვეკავებინა, თუმცა, ნებისმიერ წუთს შეიძლება გამოგვასახლონ. ახალ მთავრობას და შესაბამის ორგანოებს რეაგირებას და ფართის დაკანონებას ვთხოვთ’’ - აღნიშნავს მალანია.
დევნილები ახალი მთავრობის წარმომადგენლებს ამის თაობაზე წერილობითაც მიმართავენ.
