საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს
საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს
11:16 19.10.2012
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები შესაძლოა, დღეს გამოაცხადოს.
როგორც „ნიუსპრესს“ ცესკო-ში განუცხადეს, 1 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების ვადა ხვალ იწურება. თუმცა, შესაძლოა, შედეგები დღეს, დღის მეორე ნახევარში გახდეს ცნობილი.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი არჩევნებიდან 19 დღის ვადაში უნდა გამოქვეყნდეს.

წინასწარი ინფორმაციით, კოალიციამ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“  ხმათა 54,97% მიიღო, რაც 1 181 862 ამომრჩეველს შეადგენს, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 40,34%, რაც 867 432 ამომრჩევლის მხარდაჭერაში გამოიხატა. პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ 85 დეპუტატი ეყოლება, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ - 65 დეპუტატი.

სულ, არჩევნებში 2 150 197 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც ელექტორატის საერთო რაოდენობის 59%-ია.

ახალი მოწვევის პარლამენტი მუშაობას კვირას 21 ოქტომბერს შეუდგება.






ბეჭდვა