ბრიუსელში დღეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის კომიტეტის სხდომა გაიმართება
ბრიუსელში დღეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის კომიტეტის სხდომა გაიმართება
09:32 19.10.2012
ბრიუსელში დღეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომელზე დასასწრებად საქართველოს დელეგაცია რამდენიმე დღის წინ გაემგზავრა.

დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროს, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები შედიან. ამასთან, დაგეგმილ კონსულტაციებში მოქმედ მთავრობასთნ ერთად, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეობის კანდიდატი დავით ზალკანიანი ჩაერთვება.

როგორც საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის კომიტეტის სხდომაზე საუბარი საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და რეფორმებს შეეხება.

მისივე თქმით, სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველო-რუსეთის ურთიერთობები და კონფლიქტის მოგვარების გზები იქნება.

„შეხვედრის მთავარი იდეაა მუშაობის გააქტიურება, რათა შესრულდეს სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს აქვს" - აღნიშნა კაპანაძემ.

დავით ზალკანიანის განცხადებით, კონსულტაციებში მისი ჩართვის მიზანია, მთავრობის გადაბარების პროცესმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ინტეგრაციული პროცესები არ შეაჩეროს.

ბეჭდვა