თბილისში „ლეგენდის“ კლასის ავტომობილების მსვლელობა მოეწყობა
თბილისში „ლეგენდის“ კლასის ავტომობილების მსვლელობა მოეწყობა
09:24 19.10.2012
რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი „ლეგენდის“ კლასის ავტომობილების მსვლელობას გამართავს. ღონისძიებაში მონაწილეობას „ლეგენდის“ პილოტები მიიღებენ.

ავტომობილების კოლონა რამდენიმე ადგილას გაჩერდება. პირველი გაჩერება „ლიბერთი ბანკის“ მთავარი ოფისი იქნება, ასევე, ავტომობილები „პიქსელის“ შენობასთან - „გალფის“ ოფისთან და ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „ვითიბი ბანკთან“ შეჩერდებიან.

მსვლელობის მიზანი სპორტის აღნიშნული სახეობის პოპულარიზაციაა. 21 ოქტომბერს კი, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე საქართველოს ჩემპიონატის მეექვსე ეტაპი გაიმართება.

მსვლელობის დროს მონაწილე გუნდები და პილოტები ღონისძიების შესახებ ყველა მსურველს დაწვრილებით ინფორმაციას მიაწვდიან .

ბეჭდვა