ივანიშვილის პირველი ვიზიტი ევროპაში შედგება
ივანიშვილის პირველი ვიზიტი ევროპაში შედგება
20:01 18.10.2012
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მისი პირველი ვიზიტი ევროპაში შედგება.

ამის შესახებ მან ევროკომისართან გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ევროკავშირის წარმომადგენლებისგან ძალიან ბევრი რჩევა და მიწვევა მიიღო.

„ისინი ევროპაში გველოდებიან. დამარწმუნეს, რომ პირველ რიგში ევროპაში უნდა წავიდე და პირველი ვიზიტი ევროპაში შედგეს“ - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, შტეფან ფულეს დღეს მეორედ შეხვდა და ძალიან საინტერესო საუბარი შედგა.

ბიძინა ივანიშვილსა და შტეფან ფულეს შორის შეხვედრა დღეს ივანიშვილის ბიზნესცენტრში გაიმართა. მასზე საუბარი საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხებს შეეხო.

ბეჭდვა