ევროკავშირის საგარეო სამსახურის გენერალარი მდივნის მოადგილე და პოლიტიკური დირექტორი ჰელგა შმიდთი მიიჩნევს,
რომ ევროკავშირი საქართველოს უსაფრთხოების გარანტი გახდა და ის ამ პასუხისმგებლობას არ გადაუხვევს.
როგორც შმიდთმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ევროკავშირი კონფლიქტის მოგვარებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხში კვლავაც აქტიურად ჩაერთვება.
„თავს მოვიაზრებთ საქართველოს ახლო მეგობრად და ჩვენი მომავალი ერთადაა. ჩვენი მეგობრობა ქართველ ხალხთანაა და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან“ - განაცხადა შმიდთმა.
მისი თქმით, ევროკავშირის პოლიტიკა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით მკაფიოა და ის სეპარატისტული რეგიონების არაღიარებაში გამოიხატება.
მისივე თქმით, ევროკავშირი ასევე, მიესალმება ადამიანებს შორის პირდაპირ კავშირებს და ჩართულობას ნებისმიერი ფორმით.
ჰელგა შმიტი მიიჩნევს, რომ თუ რა სახით წარიმართება აღნიშნული ურთიერთობები და რა ფორმით მოხდება ჩართულობა საქართველოს მომავალი ხელისუფლების გადასაწყვეტია, ხოლო ევროკავშირი თავის მხრივ, მზადაა ხელი შეუწყოს საქართველოს.
ამასთანავე, იგი აღნიშნავს, რომ უმნიშვნელოვანესია ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის შენარჩუნება და ასევე, ადგილზე ევროკავშირის დამკვირვებლების ყოფნა.
ჰელგა შმიტი ხვალ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდება.
