შტეფან ფულე სააკაშვილს და ივანიშვილს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს
შტეფან ფულე სააკაშვილს და ივანიშვილს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს
17:51 18.10.2012
ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე აცხადებს, რომ საქართველოს ლიდერებმა განსხვავებები გადალახეს და ძალაუფლების გადაცემის პროცესის მსუბუქად და მშვიდობიანად წარმართვა მოახერხეს.

როგორც ფულემ აღნიშნა, ის ორივე ლიდერის საზოგადოებრივ ცნობიერებასა და პატრიოტიზმს მიესალმება. საუბარია საქართველოს პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილსა და მომავალ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილზე.

„ევროკავშირს იმედი აქვს, რომ ისინი კონსტრუქციულ თანამშრომლობას გააგრძელებენ. მოახერხებენ თუ არა ერთად მუშაობას ისინი იმის მტკიცებულება იქნება, რამდენად წავიდა საქართველო წინ დემოკრატიის განვითარების გზაზე“ - განაცხადა ფულემ.

ევროკომისარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოსთან თანამშრომლობას აგრძელებს.

თავის მხრივ, ევროკავშირი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო ინტეგრაციის პროცესს გააგრძელებს იმდენად, რამდენადაც ახალ ხელისუფლება მზადაა შეინარჩუნოს პროგრესი ამ მიმართულებით და ძალისხმევა არ დაიშუროს.

ამასთანავე, ევროკომისარმა ახალ ხელისუფლებას მოუწოდა, სამოქალაქო სექტორთან დიალოგში მაქსიმალურად ჩაერთონ, რომელმაც საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

ბეჭდვა