საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ბიძინა ივანიშვილისა და ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიაში ჯეიმს აპატურაის შეხვედრა უკვე დასრულდა.
ივანიშვილმა ბიზნესცენტრი დატოვა და ოჯახთან ერთად ჭორვილაში გაემგზავრა.
ჯეიმს აპატურაი კი, ამ წუთებში თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ალასანიას ხვდება. შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი მაია ფანჯიკიძეც ესწრება.
აპატურაიმ თბილისში სხვადასხვა შეხვედრები გამართა, მას საუბარი ჰქონდა საგარეო საქმეთა მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელთან გრიგოლ ვაშაძესთან და უშიშროების საბჭოს მდივანთან გიგა ბოკერიასთან, აპატურაი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსაც შეხვდება.
