უსუფაშვილის თქმით, ქუთაისის პარლამენტში არსებული სხვადასხვა ტექნიკური პრობლემები ხელს ვერ შეგვიშლის
უსუფაშვილის თქმით, ქუთაისის პარლამენტში არსებული სხვადასხვა ტექნიკური პრობლემები ხელს ვერ შეგვიშლის
15:57 18.10.2012
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ქუთაისში არსებული რთული ტექნიკური პირობები პარლამენტის შეკრებას ხელს ვერ შეუშლის.

როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, 21 ოქტომბერს პარლამენტის სხდომა აუცილებლად ჩატარდება.

„იქ რთული პირობებია მაგრამ ამ სირთულეებს ერთად გავართმევთ თავს და ყველანაირად ვეცდებით, რომ პარლამენტი როგორც უმაღლესი საკანონდმებლო ორგანო მალე შეიკრიბოს, მიიღოს საჭირო გადაწყვეტილებები და შეუდგეს დაპირებული რეფორმების განხორციელებას“-განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, რაც შეეხება იმას თუ რატომ გაჩნდა სხვადასხვა პრობლემები, ამ საკითხს პარლამენტის შეკრებისას განიხილავენ.



ბეჭდვა