ბიძინა ივანიშვილი ჟოზე მანუელ ბაროზოს მიწვევით ბრიუსელში ჩავა
ბიძინა ივანიშვილი ჟოზე მანუელ ბაროზოს მიწვევით ბრიუსელში ჩავა
15:42 18.10.2012
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი ბრიუსელში უახლოეს მომავალში დაიგეგმება.

როგორც ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან შეკრებილ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა განუცხადა, ბიძინა ივანიშვილისა და ევროკომისრის გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ჰულეს შეხვედრაზე, ევროკომისარმა ივანიშვილს ევროკომისიის პრეზიდენტის ჟოზე მანუელ ბაროზოს ოფიციალური მიწვევა გადასცა.

უსუფაშვილის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროპულ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციისა და საქართველო-ევროკავშირს შორის დღეისთვის მიმდინარე მოლაპარაკებების საკითხებს.

„დავსახეთ კონკრეტული გეგმები. მნიშვნელოვანია, რომ შტეფან ფულემ ივანიშვილს ბაროზოსგან ოფიციალური მიწვევა გადასცა და ალბათ, უახლოეს მომავალში დაიგეგმება ევროპაში მისი ვიზიტი“ - განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ ბიურსელში შეხვედრები, ასევე, შედგება ევროკავშირის სტრუქტურების ხელმძღვანელებთან.

ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრში შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის წარმომადგენელი ჰელგა შმიდთი, ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი, დავით უსუფაშვილი და პარლამენტარი თედო ჯაფარიძე.

ბეჭდვა