ვაშაძის შეფასებით, საქართველო აღარც პოსტსაბჭოთა ქვეყანაა და აღარც ახალგაზრდა დემოკრატია
ვაშაძის შეფასებით, საქართველო აღარც პოსტსაბჭოთა ქვეყანაა და აღარც ახალგაზრდა დემოკრატია
15:36 18.10.2012
საქართველო აღარ არის პოსტსაბჭოთა ქვეყანა და არც ახალგაზრდა დემოკრატია - ამის შესახებ დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ ვაშაძემ, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს განსაკუთრებულ დროს ეწვია, როცა არჩევნების შედეგად ხორციელდება ხელისუფლების კონსტიტუციური და მშვიდობიანი ტრანზიცია.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ამ პროცესებმა ნათელი გახადა, რომ საქართველო ნელ-ნელა ყალიბდება, როგორც ფუნქციონირებადი დემოკრატია.

გრიგოლ ვაშაძემ აპატურაის მადლობა გადაუხადა, წლების განმავლობაში თანამშრომლობისთვის, რჩევებისა და მხარადჭერისთვის.

თავის მხრივ, ჯეიმს აპატურაიმ აღნიშნა, რომ გრიგოლ ვაშაძემ წარმატებული დიპლომატიური საქმიანობა განახორციელა.

ბეჭდვა