ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის მნიშვნელოვანია კარგი ურთიერთობები, როგორც საქართველოსთან ისე რუსეთთან.
როგორც დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, კარგი ურთიერთობა უნდა იყოს ნატო-საქართველოსა და ნატო-რუსეთს შორის, რაც, მისი თქმით, შეკრული წრის ურთიერთობაა.
მისივე თქმით, მან საჯარო განცხადებებიდან იცის, რომ საქართველოს ახალი მთავრობა რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე აკეთებს აქცენტს და ეს გათვალისწინებული უნდა იყოს ალიანსთან დაახლოებისა და ურთიერთობების თავლსაზრისით.
რაც შეეხება რუსეთის დამოკიდებულებას ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით, აპატურაის განცხადებით, ალიანსისთვის მთავარი და ამოსავალი არის ის, რომ ახალი ქვეყნის გაწევრიანების თაობაზე მხოლოდ ნატო-ს წევრი სახელმწიფოები იღებენ გადაწყვეტილებას.
