ჯონდი ბაღათურია პრეზიდენტის ოჯახს კანონდარღვევაში ამხელს
ჯონდი ბაღათურია პრეზიდენტის ოჯახს კანონდარღვევაში ამხელს
16:04 06.03.2012
პარლამენტის დეპუტატი ჯონდი ბაღათურია პრეზიდენტის ოჯახს ფონდი "ქართუდან" დიდი ოდენობით თანხების მიღებაში ამხელს.

მისი განმარტებით, კანონის თანახმად, მთავრობის წევრს და მის ოჯახს წლის განმავლობაში, ჯამში 1 000 ლარზე მეტი ღირებულების საჩუქრისა და ამავე ოდენობის თანხაზე მეტის საჩუქრად მიღების უფლება არ აქვს.

როგორც დღეს ბაღათურიამ განცხადა, მიხეილ სააკაშვილის მეუღლეს 2009-2010 წლებში, ფონდი "ქართუდან" მილიონ ლარზე მეტი თანხა გადაერიცხა.

ბაღათურიას მტკიცებით, პრეზიდენტის მეუღლემ ფონდ "ქართუდან" 2009 წელს 440 000, ხოლო 2010 წელს 656 000 ლარი მიიღო, რითიც "ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონი დაირღვა.

ამასთან, დეპუტატის თქმით, მას დოკუმენტები აქვს, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტის განკარგულებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად სააკაშვილის დედას გიული ალასანიას გადაეცა.

ბაღათურიას განმარტებით, მსგავსი ფაქტები ცივილიზებულ ქვეყანაში საქმის აღძვირს საფუძველი გახდებოდა.

ბეჭდვა