თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ალასანია ევროკავშირის კომისარს გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულეს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოში ჩატარებულ არჩევნებსა და ევროკავშირთან სამომავლო ურთიერთობებზე ისაუბრეს.
ევროკომისრის შეფასებით, საქართველოში ჩატარებული არჩევნები და ხელისუფლების ახალი გუნდი ხელს შეუწყობს ევროკავშირისა და საქართველოს დაახლოებას და მჭიდრო თანამშრომლობის გაღრმავებას.
ირაკლი ალასანიამ თავდაცვის სამინისტროს ახალ პრიორიტეტებზე ისაუბრა და განაცხდა, რომ თავდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად გამჭვირვალე გახდება და სამოქალაქო კონტროლი გაძლიერდება.
ევროკავშირის დელეგაცია ამ წუთებში ბიძინა ივანიშვილს ხვდება.
