საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ
შტეფან ფულეს და ევროკავშირის საგარეო სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს, პოლიტიკურ დირექტორს ჰელგა შმიტს ხვდება.
დელეგაცია ივანიშვილის ბიზნესცენტრში რამდენიმე წუთის წინ ევროკავშირის ელჩთან საქართველოში ფილიპ დიმიტროვთან ერთად მივიდა.
შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. მას „ქართული ოცნების“ გუნდიდან ასევე პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატი თედო ჯაფარიძეც ესწრებიან.
