თბილისში ჯეიმს აპატურაი ჩამოდის
თბილისში ჯეიმს აპატურაი ჩამოდის
09:29 18.10.2012
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი დღეს თბილისს ეწვევა.

წინასწარი ინფორმაციით, აპატურაი ქვეყნის პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ბიძინა ივანიშვილს, უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას, ასევე, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ალასანიას შეხვდება.

ცნობილია, რომ აპატურაისა და გიგა ბოკერიას შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში 14.45 საათზე გაიმართება.

ბიზნეს-ცენტრში 15.30 საათზე ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ბიძინა ივანიშვილი შეხვდება. პრესკონფერენცია საგარეო საქმეთა სამინისტროში 13.30 საათზეა დაგეგმილი.

ვიზიტი მიზნად ისახავს ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მიღწეული პროგრესის შეფასებას.

ნოემბერში პრაღაში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა გაიმართება, სადაც ალიანსის ასპირანტი ქვეყნების ლიდერები არიან მიწვეული.

ნოემბრის ბოლოს კი, საქართველოში ნატო-ს სამხედრო მაღალჩინოსნების ვიზიტია დაგეგმილი.

ბეჭდვა