ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე და ევროკავშირის საგარეო სამსახურის გენერალური მდივნის
მოადგილე, პოლიტიკური დირექტორი ჰელგა შმიტი საქართველოში დღეს ოფიციალურ შეხვედრებს გამართავენ.
დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან ბიძინა ივანიშვილთან და უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარესთან გიგა ბოკერიასთან.
შტეფან ფულე და ჰელგა შმიტი 16.30 საათზე პრესკონფერენციას გამართავენ.
დელეგაცია თბილისში დღეს გამთენისას ჩამოვიდა.
ევროკავშირის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის შესახებ უმაღლესმა კომისარმა ქეთრინ ეშტონმა ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
