გიგი წერეთელი – რუსეთში "არაბული გაზაფხული" ჩქარი ტემპით ვერ განვითარდება
გიგი წერეთელი – რუსეთში "არაბული გაზაფხული" ჩქარი ტემპით ვერ განვითარდება
15:35 06.03.2012
პარლამენტის ვიცე–სპიკერის გიგი წერეთელის შეფასებით, რუსეთში "არაბული გაზაფხული" იმ ტემპით ვერ განვითარდება, რა ტემპითაც არაბულ სამყაროში წარიმართა.
ჟურნალისტებთან საუბარში გიგი წერეთელმა განაცხადა, რომ ამერიკელი სენატორის მაკკეინის შეფასება რუსეთთან მიმართებაში საკმაოდ ყურადსაღებია.
"იმ ტემპით, რა ტემპითაც არაბულ სამყაროში მოვლენები განვითარდა, რუსეთში ალბათ ვერ განვითარდება, რადგან იქ განსხვავებული საზოგადოებაა. თუმცა, ცეცხლი კიდევ უფრო გაღვივდება" , – განაცხადა გიგი წერეთელმა.
მისივე შეფასებით, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკმაოდ ბევრი დარღვევა დაფიქსირდა.

ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს "თაღლითობა" უწოდა. მაკკეინის თქმით, "რუსეთის არჩევნები თაღლითობა აღმოჩნდა", "არაბული გაზაფხული" რუსეთში უკვე დადგა და ის აუცილებლად გაგრძელდება.

ბეჭდვა