პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი წარადგინა
პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი წარადგინა
15:13 17.10.2012
პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის წარდგენის შესახებ შესაბამისი განკარგულება გამოსცა.

მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება ჟურნალისტებს დღეს ბრიფინგზე პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააცნო.

„საქართველოში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, ზედმიწევნით უნდა დავიცვათ კონსტიტუციითა და კანონმდებლობით განსაზღვრული ის პროცედურები, რომლებიც პარლამენტის ფუნქციონირებასა და მთავრობის ფორმირებას ემსახურება. კონსტიტუციის 80-ე მუხლის 2-ე პუნქტის თანახმად, პრემიერ-მინისტრად შერჩეულია 1 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში გამარჯევბული კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

მისი თქმით, კონსტიტუციის ამავე მუხლის თანახმად, შერჩეულ კანდიდატს 10 დღიანი ვადა აქვს, რათა ახლადარჩეულ პარლამენტში ნდობის მოსაპოვებლად მინისტრების სრული შემადგენლობა წარადგინოს.

ბეჭდვა