საქართველოში შესაძლოა, საპარლამენტო ქალაქის სტატუსი მხოლოდ ქუთაისს არ ჰქონდეს
საქართველოში შესაძლოა, საპარლამენტო ქალაქის სტატუსი მხოლოდ ქუთაისს არ ჰქონდეს
15:02 17.10.2012
საქართველოს მთავარი პროკურორობის კანდიდატის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა იგეგმება, რომლის თანახმადაც პარლამენტის სხდომების გამართვა როგორც ქუთაისში, ისე თბილისშიც იქნება შესაძლებლი. ამის შესახებ კბილაშვლმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღეს მოქმედი კონსტიტუციით, საკანონმდებლო ორგანოს სხდომები ქუთაისში უნდა ჩატარდეს. სხვა ქალაქებში სხდომების გამართვა, მხოლოდ საომარი ან საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაშია შესაძლებელი. შესაბამისად, კბილაშვილი აცხადებს, რომ ვიდრე კონსტიტუციაში აღნიშნული ნორმა არსებობს, პარლამენტი ქუთაისში იმუშავებს. თუმცა, მისივე თქმით, ეს ბევრ პრობლემას უკავშირდება. მათ შორისაა დეპუტატების საცხოვრებელი ადგილის უზრუნველყოფის საკითხი.

აქედან გამომდინარე, მთავარი პროკურორობის კანდიდატი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში დაგეგმილია საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც საპარლამენტო ქალაქის სტატუსი მხოლოდ ქუთაისს არ ექნება.

„პარლამენტის წევრს მიეცემა არჩევანის საშუალება - ქუთაისში დარჩეს თუ საქმიანობა თბილისში გააგრძელოს“ - აღნიშნა მან.

ბეჭდვა