რომელ ქვეყანაში იმყოფება ვიზიტით ვანო მერაბიშვილი უცნობია
რომელ ქვეყანაში იმყოფება ვიზიტით ვანო მერაბიშვილი უცნობია
11:13 17.10.2012
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვანო მერაბიშვილი ორდღიანი ვიზიტით საზღვარგარეთ იმყოფება.

პრემიერის აპარატში არ აკონკრეტებენ, თუ სად იმყოფება მერაბიშვილი.

როგორც „ნიუსპრესს“ პრესსამსახურში განუცხადეს, რადგან ოფიციალურ ინფორმაციაში არ არის მითითებული, თუ რომელ ქვეყანაში იმყოფება პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლი, მათ სხვა დეტალის გამჟღავნება არ შეუძლიათ.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მერაბიშვილი საქართველოში 18 ოქტომბერს დაბრუნდება.

ბეჭდვა