საქართველოში ხვალ შტეფან ფულე და ჰელგა შმიდთი ჩამოვლენ
საქართველოში ხვალ შტეფან ფულე და ჰელგა შმიდთი ჩამოვლენ
18:11 16.10.2012
საქართველოს ხვალ საღამოს გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ქეთრინ ეშტონის სახელით, ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ჰელგა შმიდთი ეწვევიან.

ამის შესახებ ქეთრინ ეშტონმა ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„შტეფან ფულე და ჰელგა შმიდთი ამ კვირაში საქართველოში ჩავლენ, სადაც დისკუსიებს გამართავენ“ - განაცხადა ეშტონმა.

ევროკავშირში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის სალომე სამადაშვილის თქმით, შტეფან ფულესა და ჰელგა შმიდთის საქართველოში ვიზიტი მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ქართულ მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე გაკეთებულ გზავნილებს პირადად ჩაიტანენ.

ბეჭდვა