ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი კახეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულად დაინიშნა.
როგორც დღევანდელ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, პრეზიდენტი იყენებს თავის უფლებამოსილებას და პრეზიდენტის რწმუნებულებად ნიშნავს კახეთის რეგიონში - ზურაბ ჭიაბერაშვილს, იმერეთის რეგიონი - ვახტანგ ბალავაძეს, სამეგრელო-ზემო სვანეთში - ზაზა გოროზიას.
რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებული გიორგი ჭელიძე იქნება.
