დარჩიაშვილი-პარლამენტის შენობის თბილისში გადმოტანას მხარს არ დავუჭერ
დარჩიაშვილი-პარლამენტის შენობის თბილისში გადმოტანას მხარს არ დავუჭერ
15:03 16.10.2012
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით დარჩიაშვილი აცხადებს, რომ ის პარლამენტის შენობის თბილისში გადმოტანას მხარს არ დაუჭერს.

როგორც დავით დარჩიაშვილმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქუთაისში პარლამენტის შენობა მყარი კონსტრუქციისა და მისი მშენებლობის დასრულებაზე პასუხისმგებლობა ქართველებთან ერთად, ესპანელ სპეციალისტებსაც აქვთ აღებული.

„უზარმაზარი შუშის სახურავს ტესტირებისთვის დრო სჭირდება. შენობებში წყალი არ ჩადის. ამიტომ, სხდომების ჩასატარებლად სამუშაო პირობები უზრუნველყოფილი იქნება“ - განაცხადა დარჩიაშვილმა.

მისი თქმით, პარლამენტის შენობის ქუთაისში გადატანის გადაწყვეტილება ხელისუფლებამ აბსოლუტურად შეგნებულად მიიღო, რადგან ის ქვეყნის თანაბარ განვითარებას უწყობს ხელს და რათა, მისივე თქმით, დანარჩენი რეგიონები პროვინციად არ იწოდებოდეს.

„ამ ისტორიული პროცესის უკან შეტრიალებას მხარს არ დავუჭერთ. თბილისის განვითარებას ვერაფერი შეაფერხებს, თუმცა, ქუთაისის განვითარებაც ასევეა საჭირო“-აღნიშნა დარჩიაშვილმა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი ქვეყნის პოლიტიკური და სამართლებრივი განვითარებაა.

ბეჭდვა