კობა დავითაშვილი „ნაცმოძრაობასთან“ კოლეგიალურ დამოკიდებულებას შეინარჩუნებს
კობა დავითაშვილი „ნაცმოძრაობასთან“ კოლეგიალურ დამოკიდებულებას შეინარჩუნებს
13:32 16.10.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი კობა დავითაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიმართ შურისძიების განხორციელებას გამორიცხავს და მათთან კოლეგიალურ დამოკიდებულებას შეინარჩუნებს.

როგორც დავითაშვილმა დღეს განაცხადა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება, მაგრამ მის მიმართ რევანში, შურისძიება და პოლიტიკური დევნა დაუშვებელია.

„რევანში და შურისძიება არ შეიძლება არა იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მეცოდება, არამერდ ეს მიუღებელია „ქართული ოცნებისა“ და ქართული საზოგადოებისთვის, რადგან ამ შემთხვევაში გუნდში უნდა გყავდეს ახალი ახალაიები“ - განაცხადა დავითაშვილმა და აღნიშნა, რომ წამება საქართველოში უნდა დასრუდეს.

დავითაშვილი მიიჩნევს, რომ ქართულ ციხეებში არსებული ვითარების დასადგენად და დამნაშავეების დასასჯელად ობიექტური გამოძიება უნდა ჩატარდეს.

საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ციხეებში პატიმრების წამებისა და სექსუალური ძალადობის ფაქტების ამსახველი ვიდეოჩანაწერი გავრცელდა, რასაც საზოგადოებაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

ბეჭდვა